რეზონანსი
02.11.2022

31 ოქტომბერს, ალექს სირაძეს მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოზე ასახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერთ მხარზე „გლოვოს“ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი. ეს გოგო, დარია ნუცუბიძეა, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, 1 წლის და 4 თვის ბიჭი და 8 წლის გოგო. ის თავისი ცხოვრების შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს.

"გაჩერებაზე გადავდიოდი, მეჩქარებოდა და კითხვებზე ვერ ვუპასუხე. მეჩქარებოდა. არ ვთვლი, რომ სტრესული სამსახურია, მწერენ, მირეკავენ, რომ ჩემი აქედან წამოყვანა და სხვა სამსახურების შემოთავაზება სურთ. მეუხერხულება, როცა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ღმერთის მადლობელი ვარ... მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილ სიტყვებს არ იშურებს.

მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, თუ თვლიან, რომ მართლაც ვწვალობთ ჩვენ, გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება.

მცხეთაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს... დროებით სივრცე გამოგვიყვეს. იქიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ ხოლმე, როდესაც გადატვირთულია, ე.წ ავტოსტოპით ვახერხებთ ჩამოსვლას.

რადგან დაგვჭირდა დახმარება, მერიასაც მივმართეთ. იციან, რომ ოჯახი ერთად დავდივართ. ყველაფერზე საუბარი არ მინდა, გეტყვით, რომ ადრე დალაგებებზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ.

იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ. მინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დადებითაც შეაფასონ", - განაცხადა დარიამ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×