რეზონანსი
02.11.2022

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე სოციალურ ქსელში მსახიობი თამარ მაყაშვილის ირგვლივ დატრიალებულ სკანდალს გამოეხმაურა და მოითხოვა, რომ ის და რუსკა მაყაშვილი ყველა თეატრმა დაითხოვოს. გარდა ამისა, როინ სურმანიძე მოითხოვს, „იმედის" ტელეწამყვანებს გია ჯაჯანიძეს და ნანიკო ხაზარაძეს აეკრძალოთ ჟურნალისტური საქმიანობა მინიმუმ 10 წლით.

„არა მარტო ბათუმის დრამატული თეატრიდან, ასევე ყველა თეატრმა უნდა შეუჩეროს საქმიანობა დედასაც და შვილსაც. ასევე ტელეკომპანია იმედმა შეუწყვიტოს საქმიანობა ჟურნალისტებს: ხაზარაძეს და ჯაჯანიძეს. კარგი იქნება თუ ათი წლით აეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა",- წერს როინ სურმანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×