რეზონანსი
03.11.2022

უკვე რამდენიმე დღეა, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მან მომხდარი სკანდალის შემდეგ კიდევ ერთი კომენტატი გააკეთა და საზოგადოებას მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი თხოვნა ყველა იმ ადამიანის მიმართ ვიც კი ჩაება ამ ამბავში!განვმეორდებ და მოგმართავთ უდიდესი თხოვნით:თავი შევიკავოთ შეურაწმყფელი პოსტებისგან,რომელიც ჩემს საყვარელ კთხეს-აჭარას ეხება!ეს ის კუთხე და ხალხია,რომლის სადარი იშვიათად გხვდება!მენდეთ არ არის საჭირო ასეთი მიართვები,რაც უამრავ პოსტშია გაჟღერებული!მე მესმის თქვენი აღელვებაც,მაგამ ნუ გავაკეთებთ იგივეს და პიროვნულ და ეთნიკურ საკითხს ნუ შევეხებით!ეს უკურეაქციას გვაძლევს და ისევ და ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ მუშაობს!არც ერთი ადამიანი,ერი და ბერი არ იმსახურებს იმ სიტყვებს,რომლებიც მხვდება!მე ნუ გამომიყენებთ ამის იარაღად!მე მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ ჩემს საყვარელ აჭარასა და მის თვითოეულ მაცხოვრებელს!გთხოვთ:გავჩერდეთ ამის ყველაფრის წერისგან!მხარდაჭერა ეთია,მაგრამ შეურაწყოფა მეორე,რაც ძალიან ცუდად გვახასიათებს!მე ვიცი,რომ თქვენ გაიზიარებთ ჩემს თხოვნას და აღარ დაწერთ აუგად აღარაფერს!მხარში დგომა სხვის ლაძღვაში არ გამოიხატება!ვფიქრობ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ და ეს საიცარი შეურაწმყოფელი სიტყვები აღარ გაჟღერდება ამ სოც-სივრცეში!გუშინაც მოგიწოდეთ და გთხოვეთ და დღესაც განვმეორდები!რაც მოხდა გავიგეთ და ვაღიარეთ!ნუღარ დავასხავთ ნავთს ცეცხლზე!მადლობა ყველას!იმედია გასაგებად დავწერე და მჯერა,რომ თქვენც გაიზიარებთ თხოვნას,რომელიც უკვე ჩემს თანადგომად კი აღარ ჟღერს,არამედ უარესი შედეგი მოაქვს!მე მხვდება გულზე,ჩემი აჭარის,დიახ ასე ვიტყვი,ჩემი უამარავი აჭარელი მეგობრის აუგ კონტექსტში მოხსენიება!მადლობა წისაწარ და მჯერა,რომ გაიზიარებთ ჩემს თხოვნას!!!

პატივისცემით თამარ მაყაშვილი", - წერს თამარ მაყაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×