რეზონანსი
04.11.2022

4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული საააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

4 ნოემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი – ღამით +10°, დღისით +15°, იწვიმებს.

სოხუმი – ღამით +10°, დღისით +15°, იწვიმებს.

ბათუმი – ღამით +12°, დღისით +16°, იწვიმებს.

ფოთი – ღამით +10°, დღისით +17°, იწვიმებს.

ზუგდიდი – ღამით +13°, დღისით კი +15°, იწვიმებს.

ქუთაისი – ღამით +10°, დღისით +16°, იწვიმებს.

მესტია – ღამით – 1°, დღისით +6°, მოსალოდნელია თოვლი.

გორი – ღამით +3°, დღისით +14°, იწვიმებს.

ბორჯომი – ღამით +1, დღისით კი +12°, იწვიმებს.

ახალციხე – ღამით +2°, დღისით კი +9°, იწვიმებს.

ცხინვალი – ღამით +2°, დღისით +13°, იწვიმებს.

რუსთავი – ღამით +8°, დღისით +16°, იწვიმებს.

თელავი – ღამით +5°, დღისით კი +15°, იწვიმებს.

ლაგოდეხი – ღამით +7°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ.

სიღნაღი – ღამით +6°, დღისით კი +14°, უმეტესად უნალექოდ.

ცაგერი – ღამით +7°, დღისით კი +14° უმეტესად უნალექოდ.

ბახმარო – ღამით -2°, დღისით +4°, თოვლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×