რეზონანსი
05.11.2022

სამი ქართველი ჟურნალისტის მაია ასათიანის, ინგა გრიგოლიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტომ, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟურნალის გარეკანისთვის ფოტო სწორად არ იყო შერჩეული. ნაწილი კი ფოტომ აღაფრთოვანა და დადებითი შეფასებებიც გააკეთეს.

აღნიშნულ ფაქტს თავად მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება:

„ბოლო წლებია თითქმის აღარასოდეს ვთანხმდები კოლეგებს ინტერვიუ-ფოტოსესიაზე, მერე რომ არ ვინანო… ერთხელ დავუშვი გამონაკლისი და ცხადია, ვინანე. სტატია შესანიშნავია, რისთვისაც მადლობა. იდეაც, ძალიან კარგი, მაგრამ ყდაზე ჩემს ნაცვლად, ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალია.

ფოტო მე თვითონ გავაზიარე. დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემს კოლეგებთან ერთად, ასეთი პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე ყოფნა. მეგონა, გადამივლიდა, მაგრამ არა...“, – წერს მაია ასათიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×