რეზონანსი
08.12.2022

მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 33 წლის ქალის, მაია კუჭავას და, სოციალურ ქსელში იმ მედიკოსების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებსაც სავარაუდოდ, ქალის სიცოცხლის ფატალურად დასრულებაში ედება ბრალი.

„ეს რა ჯოჯოხეთი დაგვიყენა მიწაზე მამუკა ნემსაძემ და მისმა გუნდმა, ეს რა გვიქნეს ხალხო ჯანმრთელი, ნიჭიერი, საღ-სალამათი გოგო ჩავაბარეთ და როგორი დაგვიბრუნეს ღმერთო...

როგორი იმედი მქონდა ადამიანის ხელით განწირულ დას უფალი გადამირჩენდა... ეს რა ხდება ჩვენს თავს, ეს რა გვჭირს ხალხო. გამომაღვიძეთ ან მომკალით ვინმემ. გასკდა დაო გული, გასკდა ჩემო ტანჯულო დაო", - წერს ია კუჭავა.

ცნობისთვის, 33 წლის ქალი, სამშობიარო გართულების შემდგომ, კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებს. საქმეს პოლიცია იძიებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×