რეზონანსი
15.12.2022

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, ნიკა კუჭავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპექტაკლები მისი მონაწილეობით, დროებით მოხსნილია რეპერტუარიდან. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა გაავრცელა და მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

"მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო! ჩემს გამო რამოდენიმე სპექტაკლი მოიხსნა და დამიჯერეთ ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაქვს ანთებითი პროცესი ტერფზე და გაუსაძლისი ტკივილების გარდა, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცვამ. რამოდენიმე მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა თეატრში და მესმის მათი! კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ხდება, რომ ჩემს გამო სპექტაკლები მოიხსნა და მერწმუნეთ, მსახიობისთვის ეს ძალიან, ძალიან უსიამოვნო მომენტია! სამწუხაროდ, ეს არ არის გაციება, სიცხე, სურდო და ა.შ. რომლის დროსაც არაერთი მსახიობი მდგარა სცენაზე და ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის სიამოვნება მიუნიჭებია.- ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია მაყურებელს!

P.S. ჩვენც ადამიანები ვართ." - დაწერა ნიკა კუჭავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×