რეზონანსი
15.12.2022

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ვი­დე­ომ, სა­დაც რუ­სულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი. კად­რე­ბი კა­ხეთ­ში, კერ­ძოდ კი ჩა­ი­ლურ­ში, ნი­ა­ხუ­რას ცი­ხე­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ერთი ახალ­გაზ­რდა წიხ­ლით აღებს ცი­ხის გა­ლავ­ნის კარს.

კა­რის იქით კი მე­ო­რე რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ახალ­გაზ­რდა ხვდე­ბა, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა, რომ წა­ვი­დეს აქე­დან. მა­ნამ­დე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი მის­ცეს, მაგ­რამ კა­რია ძვე­ლი.

ვი­დე­ოს ერთ-ერთი გმი­რი რუსი ბლო­გე­რი რაილ არსლა­ნო­ვია, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მწვა­ვე კრი­ტი­კის შემ­დეგ "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში შემ­დე­გი ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ჰეი, ქარ­თვე­ლე­ბო, ნუ ხართ ასე­თი უხე­შე­ბი. ჩვენ მივ­ხვდით ჩვენს შეც­დო­მას", - წერს ბლო­გე­რი

რაილ არსლა­ნო­ვი ბლო­გე­რი, მხატ­ვა­რი, მუ­სი­კო­სია ყა­ზა­ნი­დან. 2010 წლი­დან ის ცნო­ბი­ლი იუ­თუ­ბე­რია. "იუ­თუბ" არხზე "მუ­სი­კო­სის ქო­ხის" ავ­ტორს 2 500 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. 2020 წელს მან გა­მო­უშ­ვა ჰიტი "Dont Fall Love", რო­მე­ლიც მოხ­ვდა Bim რა­დი­ო­ში და ვი­დე­ომ 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა Youtube-ზე.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×