რეზონანსი
24.12.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული - საკითხი, რომელშიც 100%-ით დარწმუნებული იყავით, შეიძლება მოულოდნელად სრულიად განსხვავებულად დაინახოთ. არ არის გამორიცხული, პოზიცია თავადაც შეიცვალოთ. ერთი სიტყვით, მზად იყავით ცვლილებებისა და სიახლეებისთვის.

კურო

ამ დღეს ცდილობთ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო საკითხში ბოლომდე გაერკვიოთ. გაურკვევლობა იმდენად გაღიზიანებთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობთ და ამისთვის დრო და ენერგია არ გენანებათ. იმდენ დამაზუსტებელ კითხვას სვამთ, რომ გარშემო მყოფებს დაცინვა ჰგონიათ.

ტყუპები

იქნებ დროა, საკუთარი ცხოვრებიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ და სიახლეს გზა დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ მოძველებული იდეები, განუხორციელებელი გეგმები და შეუძლებელი ვალდებულებების ტვირთი უკან, წარსულში გექაჩებათ. გათავისუფლდით იმისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და დაემშვიდობეთ ზოგიერთ ილუზიას, რათა რეალური პერსპექტივები დაინახოთ!

კირჩხიბი

ამ დღეს კომპრომისისთვის განწყობილი არ ხართ. თქვენი მხრიდან ურთიერთობის გარკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დასრულდება. თუ ეს არ გსურთ, ნუ ეცდებით ვინმესთვის რამის დამტკიცებას - 25 დეკემბერს ეს არ გამოგივათ.

ლომი

სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ - უმჯობესია „მტკიცებულებების“ შეგროვებას მეტი დრო დაუთმოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად თავსატეხის ყველა ნაწილი უნდა შეაგროვოთ - გამოცდილ ადამიანებს ესაუბროთ, კითხვებზე პასუხები იპოვოთ, წიგნებს გადახედოთ და ფაქტები შეისწავლოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, პიროვნების, მოვლენის ან პრობლემის შესახებ აზრის შეცვლა მოგიწევთ. ამის გაკეთებას ახალი ფაქტები და ინფორმაცია გაიძულებთ, რომლებსაც აქამდე არ იცნობდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მოულოდნელი ინფორმაციისთვის მოემზადოთ.

სასწორები

გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში გასაოცარ სიჯიუტეს გამოავლენთ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდით. ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, კომპრომისი მოძებნონ და თუ საჭიროა, ბოდიშის თქმაც შეძლონ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი უწესრიგობა გაღიზიანებთ და ცდილობთ, ყველაფერი იდეალურად სუფთა გქონდეთ: სულიც, აზრებიც და სამუშაო მაგიდაც! ჭუჭყზე არანაკლებ გარშემომყოფთა არასწორი მოქმედებები გაღიზიანებთ და ამის შესახებ დაუფარავად საუბრობთ.

მშვილდოსანი

ცდილობთ, რომ ყველა საკითხში ბოლომდე გაერკვეთ. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება სრულიად ახალ, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ და ყოველდღიურ საქმეებს ახალი კუთხით შეხედოთ.

თხის რქა

თქვენდა უნებურად, შეიძლება ფულთან დაკავშირებულ საქმეზე კამათი მოგიწიოთ - ეს შეიძლება იყოს როგორც უფროსთან ხელფასზე საუბარი, ასევე ფულის ზედმეტ ხარჯვასთან დაკავშირებული უკმაყოფილება. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ და ზედმეტ დეტალებს მოერიდოთ. ურთიერთპრეტენზიებმა შეიძლება ძალიან შორს წაგიყვანოთ.

მერწყული

დროდადრო, მერწყულის ხმაში მბრძანებლური ნოტები ჟღერს - ცდილობთ, გარშემო მყოფებს ნებისმიერ ფასად საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. საკუთარ საქციელში სრულიად დარწმუნებული ხართ, ამიტომ დახმარებაზე უარის მიღება ღალატად მიგაჩნიათ. მთელმა დღემ უაზრო კამათში რომ არ გაიაროს, ეცადეთ, ახლობელ ადამიანებზე ზეწოლა შეარბილოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გასარკვევად. თამამად შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, რაზეც აქამდე საუბარს ვერ ბედავდით და დასვათ კითხვები, რომლებიც უხერხულად მიგაჩნდათ. ეცადეთ, გულწრფელი და პატიოსანი თანამოსაუბრე იყოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყველაზე საჩოთირო თემებზეც კი მშვიდად ისაუბროთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×