რეზონანსი
26.12.2022

2023-2030 წლებში ზოდიაქოს ამ 3 ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ასტროლოგების თქმით, 2023 წლიდან 2030 წლამდე იღბლიანებს ყოველთვის და ყველგან გაუმართლებთ. ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნება ახალი წამოწყებისთვის, ბიზნესისთვის, უძრავი ქონების შესყიდვისთვის და სხვა სერიოზული ტრანზაქციებისთვის. ვინ არიან ეს ნიშნები?

ვერძი

ათწლეულის მეორე ნახევარი იმდენად იღბლიანი იქნება, რომ მოგეჩვენებათ, თითქოს საბედისწერო მოვლენების მორევში აღმოჩნდით. სამსახურში დაწინაურება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ნამდვილი სიყვარულის პოვნა დაგეხმარებათ დაიჯეროთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

ლომი

ცეცხლოვან ლომებს 2023-დან 2030 წლამდე პერიოდში ბევრი ცვლილება ელით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პროფესიულად გაუმართლებთ. თანამდებობა, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ოცნებობდით, თქვენი გახდება. ალბათ, გსურთ საკუთარი ბიზნესის წამოწყება - მაშინ დროა გარისკო. დიახ, შეიძლება მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დრო ოსტატურად უნდა გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

გამარჯვებებისა და მიღწევების წლები ელის ცეცხლოვან მშვილდოსანს. 2023-2030 წლები თქვენთვის ყველაზე ნაყოფიერი იქნება. პროფესიულ სფეროში სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი. დიდი შანსია, რომ თქვენი ლიდერობის უნარ-ჩვევების გაძლიერება შეძლოთ და 2030 წლისთვის კომპანიის მართვაც სცადოთ. ასე რომ, თუ ამაზე ჯერ არ გიფიქრიათ, დროა შემდგომი მოქმედების გეგმა დასახოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×