რეზონანსი
31.12.2022

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია სხვადასხვა კარგ რჩევას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2023 წელს, რათა მთელი წელი წარმატებული და ნაყოფიერი გვქონდეს:

„2023 წელი გამორჩეულად წარმატებული იქნება ვერძებისთვის და კუროებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მსგავსი ხასიათის მაჩვენებლები გააჩნიათ შემდეგ წელს. სისწრაფე და მოქნილობა, ვერძივით იმპულსურობა, რომელიც მიდის სასურველ მიზნამდე და მოიპოვებს იმას, რაც სურს.

ყველა სხვა წლებისგან განსხვავებით, ეს არის შუალედური პერიოდი, რომელიც ახალ ერასთან გვაახლოებს, მაგრამ წელი იქნება ძალიან დუალური, გაყოფილი, პირველ ნახევარში იმ ჩვევებით ვიცხოვრებთ, რომლებიც გვჩვევია და შემდეგ უცებ შევალთ ისეთ სამყაროში, რომელიც ჩვენთვის ახალი და უცნაური იქნება. ეს წელი ძალიან ჩქარი, სწრაფია და მუდმივ რეჟიმში იქნება სიახლეები, ამბები, მოვლენები, რომლებსაც დიდი განვითარება არ ექნება, ეს ყველაფერი იქნება პულსირებული მოვლენები. სირთულეებიც ახლავს ამ წელს, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, მაგრამ ეს არის დასაწყისი პერიოდი”.

რაც შეეხება სირთულეებს და წინაღობებს, ანზორ ოდიშარიას თქმით, 2023 წელს ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს შევხვდებით მთელ სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც.

ეზოთერიკოსის რჩევით, აუცილებელია სწორად შევხვდეთ 1 იანვრიდან 12 იანვრამდე ყველა დღეს, რადგან თითოეულ თარიღს აქვს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა.

“აუცილებელია სწორად შევხვდეთ პირველ 12 დღეს, ყოველ დღეს აქვს თავისი მნიშვნელობა შესაბამისად კონკრეტული სურვილების ფორმირება იქნება, ეს თუ იქნება მიმართულება საითაც გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება წავიდეს, უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული დღე.

როცა პირველი იანვრის დღეს ახალი წელი შემოვა, როცა ყველა ბედნიერი, ლაღია და აღნიშნავს ახალ წელს, ამ წუთებში კარგია სურვილის ჩაფიქრება, როცა მაქსიმალური ცეცხლია მოდებული ჩვენს ირგვლივ.

ორი იანრვის დღეს უნდა მოვიქცეთ გასაკუთრებით კარგად, ისე უნდა განვეწყოთ რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. კარგია სიყვარულის ენერგიის გაცვლა და სტრესის გაწოვა, მაგალითად მეგობართან ან სხვა ადამიანთან ჩახუტება

სამში წონაში კლების სურვილი ვისაც აქვს, იდეალური დღეა მათთვის 3 იანვარი, თუნდაც მცირე დიეტა დაიცვან, საკუთარ თავს მოუწყონ განტვირთვის დღე. ეს მათ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს.

ოთხი იანვარი არის კარიერული ზრდის პერიოდი, ვინც მუშაობს და იმყოფება სამსახურშია, უმჯობესია ამ დღეს შეიძინოს მარტივი ნივითი სამსასახურისთვის. ეს შეიძლება იყოს ჩანთა. კალამი, ბლოკნოტი, ნებისმიერი რამ, რაც გამოადგება კარიერაში

ხუთი იანვარი არის სრულად ჯანმრთელობის დღე და ამ კუთხით სურვილს ჩაფიქრება ძალიან კარგი და შედეგიანია. იმ პრობლემას ან მტკივან ადგილას უნდა დავუთმოთ დიდი დოზით დრო და ენერგია

ექვსი იანვარი არის ენერგეტიკული წმენდის დღე. ამ დღეს ძალიან კარგია გაცნობიერებული შხაპი. სანამ შევალთ საბანაოდ, აუცილებელია დავიცალოთ შიშებისგან, ნეგატიური ენერგიებისგან

შვიდი იანვარი არის უნივერსალური დღე, მაგალითად თუ დაგვავიწყდა რამის გაკეთება რომელიმე დღეს , შეგვიძლია ამ დღეს გავაკეთოთ. პარტნიორული ურთიერთობისთვის ძალიან კარგი დღეა. შესაძლებელია ბედი გაგეხსნათ ან მეორე ნახევარს შეხვდეთ.

რვა-ცხრა იანვარი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თუ ვინმეს დეპრესია აქვს, შეუძლია გათავისუფლდეს და ჩაკეტილობისგან იხსნას თავის თავი. პრობლემების გადაჭრის დღე და მენტალური პრობლემებისგან გათავისუფლება ამ დღის მთავარი სურვილია.

10-11-12 იანვარი სრულად იმისთვისაა, რომ თუ რამის შეცვლა გვინდა, თუ გვსურს აღვადგინოთ სამართლიანობა, შევცვალოთ ბედისწერა და შევიცვალოთ სტატუსი ოჯახში, კარიერაში, მაშინ ეს სამი დღე ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ახალი წლის ღამეს თეფშების ქვეშ ვდებთ კუპიურებს, როცა ოჯახის წევრები მიუჯდებიან ამ სუფრას, ერთ-ორ კუპიურას იღებენ და გადააქვთ საფულეში, ფინანსური კეთილდღეობისთვის. ძალიან კარგია 7 სანთელი ენთოს ახალი წლის ღამეს სუფრაზე, რადგან 7 ძლიერ ენერგიას აძლევს. უმჯობესია იყოს ყვითელი, ლურჯი შავი ან ცისფერი ფერი”. – აღნიშნავს ანზორ ოდიშარია.

მეტრონომი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×