რეზონანსი
03.01.2023

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2023 წლის 3 ფავორიტ ნიშანს ასახელებს. მისი თქმით, კატა - კურდღლის წელი განსაკუთრებულ იღბალს სამ ნიშანს მოუტანს. 

ასტროლოგი ამბობს, რომ 2023 წელი ამოსუნთქვის, ენერგიის დაგროვების, ნერვული სისტემის დამშვიდების საშუალებას მისცემს ადამიანებს. 

,,ვერძი 2023 წლის მთავარი ფავორიტია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. აქტიური, უშიშარი, ენერგიული, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი. იქნება გადასარევი ლიდერი, ორგანიზატორი. შექმნის თავის ორგანიზაციას, ბიზნესს, შესაძლებლობა ექნება, ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ნიშანი, იქნება ფრიად წარმატებული.

კურო მეორე ფავორიტია, მას წლის პირველ ნახევარში უნდა ახსოვდეს, რომ ენას კბილი დააჭიროს, არ უნდა გათქვას გეგმები. ძალიან კარგი პერიოდია ტურიზმისთვის. მაისიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერიოდი ექნება კუროს. ყველაფერი გამოსდის, ყველა პრობლემას წყვეტს.

თხის რქა კი - მესამე ფავორიტია, მაისიდან იგრძნობს ძალიან წარმატებულ შესაძლებლობებს. წელს აქვს საშუალება გააუმჯობესოს ურთიერთობები მშობლებთან ნათესავებთან, ახლობლებთან და მათი თანადგომა წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის. წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევს მოგებების, კონკურსებში მონაწილეობის კუთხით. უდავოდ კარგი წელიწადია," - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×