რეზონანსი
10.01.2023

ნატო გელაშვილი ბებია გახდა - ავტორ-შემსრულებელმა საზოგადოებას ახალი ამბავი ემოციური პოსტით ახარა.

"ყველას ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს, მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდე ხმა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება... ჩემ ცხოვრებას 2011 წლიდან დღემდე ჩემს ოჯახის წევრების ფიზიკურად კლებადობა იყო, დროდადრო ამ ორი ბიჭის Choxonelidze Luka choxonelidze giorgi. გარდა ჩემი ცხოვრების მეგზური... დღეს ოჯახის წევრთა მატებაა, ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე... მადლობა ამისათვის უფალს, ჩემს Aneta Nikuradzeს, ყველას ვინც ჩემთან ერთად ერთად ღირსეულად გალეწეთ და გავლეწავთ ჩემი ცხოვრების გავლილ და გასავლელ "კალო"-ს. წინ უფრო მეტია გასავლელი გზა, ვიდრე ოდესმე ყოფილა... მიყვარხართ, ბედნიერება გქვია შენ ჩემო პატარა ანგელოზო", - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×