რეზონანსი
11.01.2023

მუსიკოსმა ლადო ბურდულმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ძაღლების მოყვარულებს მოუწოდებდა, ოთხფეხა მეგობრები ალიკაპით ეტარებინა და ნუ დააყენებდნენ მათ უფლებებს ადამიანების უფლებების წინ.

ამ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მუსიკოსი იძულებული გახდა საზოგადოებისთვის კვლავ ეპასუხა.

„ძაღლომანებმა უნდა იცოდეთმ რომ განსხვავებულ აზრსაც შეუძლია არსებობა და თქვენი ბულინგით და ტერორით ვერავის ვერ შეაშინებთ. პირიქით, რა დესტრუქციული და ანტისაზოგადოებრივი ბნელი ძალაც ხართ, საზოგადოებას უფრო დაანახვებთ ამ საშიშროებას და უფრო მალე შემოვა კანონი ძაღლების დიქტატურის დარეგულირების შესახებ და თქვენი ჯარიმების გაზრდის ან საერთოდ პასუხისგებაში მიცემის, როგორც ეს ცივილიზებულ მსოფლიოშია. მეც მყავს ძაღლი, მაგრამ სახლში და არავის არ ვაწუხებ მისი სიყვარულით", - დაწერა ლადო ბურდული.

არც აღნიშნულ პოსტს ჩაუვლია გამოხმაურების გარეშე: „ვაიმე ლადო არც მე ვაწუხებ არავის ჩემი ძაღლის სიყვარულით, მაგრამ ქუჩის ძაღლების მიმართ სხვანაირად გამოვხატავ სიყვარულს და არავის არ ვაწუხებ კიდევ. და რატომ გაქვს ეგეთი აგრესია მიუსაფარი ცხოველების მიმართ? შენგან მიკვირს, და დიახ ვაყენებ ადამიანის უფლებებზე მაღლა ცხოველებისადმი ჩემს დამოკიდებულებას!!"

„იმასაც კი ვერ ხვდებიან, როგორ უნდა დაიცვან და უპატრონონ. მარტო ჭამა ჰგონიათ საქმის გაკეთება. წერენ ტურისტები ამ პრობლემაზე უკვე", - წერენ კომენტარებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×