რეზონანსი
22.01.2023

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის.

“იგი იყო გმირად წოდებული, ჰქონდა გმირობის მედლები, რომელიც იბრძოდა 2008 წლის ომში, იყო ბაგრამის ბაზაზე, ძალიან კარგად იციან მეზობლებმა ყველაფერი. ადამიანი, რომელიც სამსახურში არის და რომელიც გადავა თადარიგში, რომელიც უარყოფილია საზოგადოებისგან, უარყოფილია ოჯახისგან, უარყოფილია მეზობლებისგან. მე ის მიცვალებულები მეცოდება და ის დედები მტკივა, რომელთაც უდანაშაულო შვილები საზოგადოების განაჩენს შეეწირნენ. დავინახე ის, რომ ბავშვი წაიქცა, მოლარე იოლის, დავინახე, რომ წაიქცა ვალერი, დავინახე, რომ გადაეფარა პოლიციელი, რომელიც არის გმირი. როცა ასეთი პიროვნება ჩაკეტილია, როცა უარყოფილია ყველასგან, ექნებოდა, რა თქმა უნდა, პიროვნული რაღაც ხომ. მეზობლებმა იციან ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იქ მოხდა. 5 წელი რომ ადამიანი შენს კორპუსში ცხოვრობს, აქვს ურთიერთობა, ახლა ყველა ისვრის ქვას, მკვლელი არის საზოგადოება. ეს ბავშვები შეიწირა საზოგადოებამ, საგარეჯოს საზოგადოებამ”, – ამბობს ათუაშვილის ნაცნობი.

mix.metronome.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×