რეზონანსი
24.01.2023

მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ, - ამის შესახებ „ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შემოვიდა მელიქიშვილი და მითხრა, კეზერაშვილმა კბილები უნდა ჩაგისვასო...

უკვე თვეებია, კეზერას დაფინანსებული კბილები პარტიის სამზარეულოში დევს, ჭიქაში! - ვუთხარი კეზერას ნათესავს, წაიღეთ, აღარ მინდაო, მაგრამ უარი მივიღე", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა 23 იანვარს ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის".

ბეჟაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში, პრაქტიკულად, გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი, დღეს „საჩუქრების" წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×