რეზონანსი
01.02.2023

გუშინ დაკრძალეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ქეთი კოპალეიშვილი, რომელიც 8 თვის ფეხმძიმე იყო, კლინიკაში ფილტვების ანთებით მოათავსეს.

მომხდარზე გარდაცვლილი ქალის ახლობელი, ლელა გელენიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„ქეთი 2 იანვარს, ფილტვების დახურვით შეიყვანეს კლინიკაში და 19 იანვრამდე აპარატზე იყო. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, 8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს... ექიმებმა შეძლეს და ახალშობილი გადაარჩინეს. ქეთის 5 დღის წინ გაუჩერდა გული... 3 შვილი დარჩა, 3 ბიჭი...“ - გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.

„პრაიმტაიმი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×