რეზონანსი
01.02.2023

ტელეწამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე გამოცემა OK - თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად გადარჩენაში ფიქრი ეხმარება.

მისი თქმით, როცა ოჯახში დიდი ტრაგედია ხდება ბავშვები უცებ იზრდებიან.

„ფიქრი გეხმარება. ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი. ფიქრით შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თავი. ფიქრით შემიძლია შევიცნო ადამიანი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. როცა ეს ამბავი დამემართა და გამოვედი ქუჩაში... ადგილიც მახსოვს - იპოდრომი. მაისი იყო, მზიანი ამინდი. გოგო და ბიჭი ბადმინტონს თამაშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, ვიღაც ბავშვს ასეირნებდა ეტლით და ბავშვის წვივი ჩანდა. ალბათ, კიტას ასაკის იყო. იქ დავიჭირე კითხვის ნიშანი ჩემს თავში....სესილიასთან ერთად მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ყველგან დამყავდა. როცა ოჯახში ასეთი ამბავი ხდება, ბავშვები უცებ იზრდებიან. სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ", - ამბობს წულუკიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×