რეზონანსი
20.02.2023

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,საშინელი ბულინგის ქვეშ ვარ… განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ” თავს მივეცი უფლება” და ივანიშვილს ღიად დავუჭირე მხარი.

რა ვიცი, რა ვიცი… ღვინო დაწურაო და ბიძინას უგზავნისო… დაბადების დღე როგორ მიულოცა ამ “ ბებერმა ბ**მაო”…

და რა ვიცი, რამდენი ასეთი “ სიტყვაკაზმული” პოსტი თუ კომენტარი მომიძღვნეს…

ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არ მაღელვებს და მეტიც, კარგად მაქვა დაცდილი.

მაინც განვმარტავ, ღვინო არასოდეს დამიწურავს და არც არავისთვის შემითავაზებია. თქვენ, ჩემმა მეგობრებმა ეს კარგად იცით და საინტერესოა, საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე? ასეთია ნეტავი მათ მიერ გავრცელებული ყველა “ ჭეშმარიტება”?

ჰოო, რაც შეეხება “ ბებერ ბოზს”. პირველად, როცა ასე შემამკეს, 40 წლის ვიყავი და მაგრად გავბრაზდი… ბებერზე. ახლა, 60 წლის ვარ და რაღა დროის ჩემი ბო**ბაა-თქო ვფიქრობ…

მოკლედ, ჩამოყალიბდით რააა… სულ ეს არის ჩემი პოზიცია ამ ორგანიზებული ბულინგის მიმართ!

ასე რომ, ცოტა უფრო დაკვირვებით და ცოტა უფრო ახლოს სიმართლესთან, ჩემო საცოდავო, შეუმდგარო, ჩაბოღმილო და ყველაფრისმკადრებელო “ ოპონენტებო!”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×