რეზონანსი
21.02.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი გვალია თბილისში დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე წერს და შესაბამის უწყებებს საკითხის მოკლვლევისკენ მოუწოდებს.

"გთხოვთ, დამიდასტუროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ეხება ვარკეთილს, არ ვიცი უბრალოდ ვის უნდა მივმართო და იქნებ ბატონი რეზიმ შეეძლოს, რომ ხმა მიაწვდინოს თავის კოლეგას გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რომ გამოიძიონ საქმე.

ბატონო რეზი, დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია რასაც დავწერ. ეს საუბარი მოვისმინე ვარკეთილის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში, მშენებლობაზე მომუშავე მღებავი ყვებოდა, რომ ნახალოვკაში, დამრეც ადგილას შენდება კორპუსი, რომელიც გადაიხარა 25 სანტიმეტრით, აპირებენ ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღებას სამუშაოების დამთავრების შემდეგ. საძირკველი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და უბრალოდ, რამდენიმედღიანი წვიმებიც კი საკმარისია რომ ჩამოინგრეს შენობა. გთხოვთ, რომ გააფრთხილოთ თქვენი კოლეგა ამ უბანში, რათა გამოიძიონ ეს საქმე. არც მისამართი ვიცი და არაც იმ ადამიანს ვიცნობ, ვინც ეს თქვა, მაგრამ თუ გულისყურით მოეკიდებიან და მოინდომებენ, გამოიძიებენ. ქვეყანაში ასეთმა დაუდევარმა ქცევამ უკვე წაგვართვა ამ შემოდგომას პატარა გოგონას სიცოცხლე, ამ მშენებლობის დასრულება და საძირკველ გაუმართავი შენობის ექსპლუატაციაში მიღება კი ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი მარიტა გვეყოლება", - წერს გვალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×