ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, სურამთან მომხდარი ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა, დავით აკობია მისი ახლობელია.
"ჩვენი ერთადრთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მამის მხრიდან მეტი აღარავინ მყავს. ჩემი დათუნა. ღმერთო როგორ გადავიტანო ეს... როგორ ვუყურო მამიდას, ორი ახალგაზრდა ძმის და ერთადრთი შვილის სიკვდილის მხილველს" - წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გარდაცვლილები ხობელი ახალგაზრდები, მეგობრები დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. აკობია წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, თუმცა ხობში ცხოვრობდა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე