რეზონანსი
25.02.2023

25 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. სწო­რედ ამ დღეს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი წი­თე­ლი არ­მია და და­ა­სა­მა­რა ქარ­თველ­თა ოც­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

თით­ქმის მთე­ლი თე­ბერ­ვა­ლი ქარ­თულ ჯარ­სა და რუ­სე­თის წი­თელ არ­მი­ას შო­რის ბრძო­ლე­ბი მი­დი­ო­და, ერთ-ერთი ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქალი მარო მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა.

"1919 წ... მთვა­რის შუქ­ზე ვწერ ჩემს დღი­ურს, სა­სი­ა­მოვ­ნოა... გუ­შინ, არ ვიცი, რათ, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლებ­თან ამი­ვარ­და სა­ში­ნე­ლი ქვი­თი­ნი, ისე­თი, რომ თით­ქმის ერთი სა­ა­თი ვტი­რო­დი. ამო­მიჯ­და გული. ვე­კი­თხე­ბი ჩემ თავს, რა არის? მაგ­რამ იგი სდუმს და პა­სუხს არ მაძ­ლევს. რა მი­ზე­ზია, არ ვიცი...

საყ­ვა­რე­ლო მამა! მე ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ. სულ ერთი პო­ზი­ცი­ის­გან 112 ვერ­სზე ვართ, მე­ო­რის­გან 5 თუ 7-ზე. მტე­რი ჯერ შორს არის, ძა­ლი­ან სცხე­ბენ ჩვე­ნე­ბი. ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ცოტა თხი­ლი და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამე ტკბი­ლე­უ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეთ... თავს გა­უფრ­თხილ­დით. გკოც­ნით ბევ­რს. ისე არა ცივა. მო­კი­თხვა ყვე­ლა ჩვე­ნებს. ნუ გე­ში­ნი­ანთ. გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად. შენი მარო" - ეს ამო­ნა­რი­დია მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი­დან...

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მარო მა­ყაშ­ვილ­მა ომში წას­ვლა, ამ კი­თხვით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ის­ტო­რი­კოს ლაშა ბაქ­რა­ძეს­თან:

- რო­გორც პატ­რი­ოტ­მა ადა­მი­ან­მა, მარო მა­ყაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბო­და და რო­გორც მო­წყა­ლე­ბის და (ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა) წა­ვი­და ფრონტზე, რათა დახ­მა­რე­ბო­და ქარ­თველ მებ­რძო­ლებს.

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა მარო მა­ყაშ­ვი­ლი მი­ვიჩ­ნი­ოთ, იმ დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის კრე­ბით სა­ხედ?

- ვერ ვი­ტყვით, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმ დრო­ინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის კრე­ბი­თი სა­ხეა, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ის გახ­და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იყოს კრე­ბი­თი სახე, პი­რი­ქით, სიმ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რო­გორ წესი, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არი­ან ხოლ­მე. მე სულ ვე­ძებ იმ პე­რი­ო­დის დღი­უ­რებს, ჩა­ნა­წე­რებს, მო­გო­ნე­ბებს და სხვა... თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მა­სა­ლაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

შე­საძ­ლოა, მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმი­ტო­მაც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ სწო­რედ ასე­თი გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა, სა­დაც ჩვენ ვხე­დავთ ამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ხეს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი იმე­დე­ბი ჰქონ­და. დღი­უ­რი­დან ჩანს, რომ მარო მა­ყაშ­ვილს ბევ­რი სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნდა და ყვე­ლა წე­სით და კა­ნო­ნით მას ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი უნდა ჰქო­ნო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო წი­თე­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვა, რომ­ლი­თაც დამ­თავ­რდა არა მხო­ლოდ მარო მა­ყაშ­ვი­ლის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის კე­თილ გზა­ზე მდგა­რი მო­მა­ვა­ლი და დამ­ყარ­და 70 წლი­ა­ნი წყვდი­ა­დი, რო­მე­ლიც დღე­საც მძი­მე ტვირ­თად გვა­წევს.

- იმ დრო­ინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თუ მი­ა­გო პა­ტი­ვი მარო მა­ყაშ­ვილს?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი იმა­საც, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მისი მამა იყო იმ დრო­ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და მა­შინ­ვე სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რის ფასი შე­ი­ძი­ნა ამ პა­ტა­რა გო­გომ. ჩვენ ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს მა­მა­მი­სის და­წე­რი­ლი ლექ­სიც, რო­მე­ლიც იმ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მარო დაკ­რძა­ლეს ომში და­ღუ­პულ სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად (და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ად­გი­ლას), მაგ­რამ ამ დროს უკვე იმ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, 3-4 დღე­ში ამ გმი­რე­ბის ხსე­ნე­ბაც კი აიკ­რძა­ლა.

- ანუ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხელს ტაბუ ედო?

- ჩემ­მა თა­ო­ბამ სა­ი­დუმ­ლოდ თუ იცო­და მათი სა­ხე­ლე­ბი და მათ შო­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლი­საც. მე პა­ტარ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მის შე­სა­ხებ გა­ვი­გე და ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა არის მარო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი, ერთი პა­ტა­რა გო­გოს ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ ის­ტო­რი­უ­ლი გან­ძი?

- რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას, ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი არა­ნა­ი­რი დღი­უ­რი და მით უფრო მო­გო­ნე­ბე­ბი. ამ დღი­უ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლო, პა­ტა­რა გო­გოს თვა­ლით და­ი­ნა­ხო ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მე­ლიც დღემ­დე ცუ­და­დაა შეს­წავ­ლი­ლი. მა­როს დღი­უ­რი არის შე­წყვე­ტი­ლი ის­ტო­რი­ის მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­წყდა.

- რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მარო მა­ყაშ­ვი­ლის და­ყე­ნე­ბა იმ გმი­რი ქა­ლე­ბის გვერ­დით, რომ­ლე­საც იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. მა­გა­ლი­თად, მაია წყნე­თე­ლი, თინა წავ­კი­სე­ლის და სხვა.

- სა­ერ­თოდ, მე არ ვარ გმი­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი და არ ვი­ტყო­დი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის კვარ­ცხლბეკ­ზე შე­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ. ჩემ­თვის მარო მა­ყაშ­ვი­ლი არის უდი­დე­სი ფა­სე­უ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ იცო­დეს მარო მა­ყაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია და იცო­დეს, რა მოხ­და 1921 წელს, რათა მსგავ­სი რამ აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×