რეზონანსი
26.02.2023

ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში გუშინ ნაპოლი-ემპოლის შეხვედრის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივრების შესახებ ემოციურ ისტორიას ავრცელებს:

"გუშინ ნაპოლი ემპოლის შეხვდა, ისევ მოიგო (რა თქმა უნდა)... ხვიჩა ძირითადში იყო...

მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ ინტერვიუებს ვწერდი, როცა რაღაც მომენტში, ქართველების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, მხრებზე ქართული დროშებით და ხვიჩას მაისურებით და დროშებით... ამაყები, ლაღები.

მაშინვე ობიექტივი მათკენ მივაბრუნე... მშვიდად ჩადგნენ გრძელ რიგში, მაგრამ უცებ მართლა საოცრება მოხდა (თუ რატომ საოცრება, ამას ქართველი ემიგრანტები კარგად მიხვდებიან). რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს.

ძალიან ემოციური გავხდი ამ ბოლო დროს თუ რა მჭირს, არ ვიცი. იქაც ცრემლი წამომივიდა და ახლაც ბურთი გამეჩხირა ყელში.

მადლობა ხვიჩა!

მადლობა იტალია!

Fორცა ნაპოლი სემპრე!

სტატიას ვწერ და ამ ეპიზოდს აუცილებლად შევიყვან"

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×