რეზონანსი
27.02.2023

„მასტერშეფის“ მონაწილემ და მზარეულმა მარტა ბარამაძემ პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე ძალადობაში დაადანაშაულა. ირკვევა, რომ ბიკო ბირბიჩაძე ბოლო წლების განმავლობაში „მზესუმზირასთან“ თანამშრომლობდა. მარტა ბარამაძის განცხადების შემდეგ, „მზესუმზირამ“ პრომოუტერთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.

პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან,პრომოუტერის პოზიციაზე.

სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.

ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს

შესაქმნელად კომუნა „მზესუმზირა“ სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითაა შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა“, - წერია „მზესუმზირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×