რეზონანსი
27.02.2023

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა, ნოშრევან თუშიშვილი და გიორგი მახათელაშვილი დაიღუპა.

„რაც ეს წელი დაიწყო თელავში სულ ახალგაზრდები იღუპებიან და თან ტრაგიკულად, თითქოს ჩვენი ქალაქი ბერდება. ორი საუკეთესო, წესიერი და კარგად აღზრდილი ახალგაზრდა გამოგვაკლდა. ეს ისეთი დანაკლისია, ყველა რომ იგრძნობს მთელი საზოგადოება. ბიჭები მეგობრობდნენ და იქაც ერთად წავიდნენ. გიორგის 5 წლის გოგონა დარჩა და მისი სიცოცხლე მასში გაგრძელდება“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი ორივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი, ნოშრევან თუშიშვილი, კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი, მეორე გარდაცვლილი კი, გიორგი მახათელაშვილი, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის მფლობელის ვაჟია.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×