რეზონანსი
12.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი „რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ხათუნა სამნიძის კანადაში უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ნუღარ შეისწავლი, ტაქტიკა შერჩეული გაქვთ უკვე - უსამშობლო ლაქიების შესაფერისი, მონური. ზოგმა დაწერა უკვე - სად კანადა და სად საქართველოო. ზოგმა რაღაც დემოკრატიის ინდექსები მოიშველია - კანადას ათი ქულა აქვსო, საქართველოს კიდევ ხუთიო რა ინდექსი, საიდან მოიტანეთ? ანუ დაბოლების მასტერ-კლასი in action.

ზოგმა საერთოდ სასწაული თქვა - კანადას ერთადერთი ვისი ეშინიაო, ჩინეთია. ამიტომ მხოლოდ ჩინეთის, და არა ზოგადად უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე განიხილავს კანონპროექტს, თორემ ზოგადი რომ ყოფილიყო - „იასნია" რომ „რუსული" იქნებოდა, ახლა კი, „დაჟე" კანადურიც არაა, „ანტიჩინურია".

რატომღაც ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან - გადამოწმება უყვართ მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ, ხომ არ მანიპულირებენ ჩვენით. ვცდებოდი - გამაძღარმა უსამშობლო დამკვეთებმა გამოგიყენეს და უხერხულ მდგომარეობაში მიგატოვეს.

იმედია, კითხვა მაინც გიყვართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინგლისურად! მაშინ შემოგთავაზებთ ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტის, კონსერვატორის, დუგლას მიურეის 2019 წლის ბესტსელერს: „The Madness of Crowds: Gender, Race and Identity" (ბრბოს სიგიჟე), ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ავტორის პიროვნების თვალსაზრისით: ანგლიკანური კოლეჯის კურსდამთავრებული ათეისტია და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კონსერვატორი. ეს მაინც წაიკითხეთ, თორემ „სიბრძნე სიცრუისა" ან „სახარება" რომ შემოგთავაზოთ - ესენიც ხომ „იავნათ" - „რუსული" ნარრატივია", - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×