რეზონანსი
12.03.2023

„სამართლიანი საქართველოს" ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ნაპოლის" თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მის შვილს ავტოგრაფიანი მაისური აჩუქა.

„მადლობა ჩვენს უნიჭიერესს და უკარგესს ხვიჩას ამ საჩუქრისთვის.

რატიმ აისრულა ერთი ნატვრა.

ძალიან გამახარა საჩუქარმა - უნიჭიერესი ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისური მისივე ხელმოწერით.

მეც და ჩემი შვილი რატი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, მისი დიდი გულშემატკივრები ვართ.

წარმატებები ამ საოცარ, ნიჭიერ, კაშკაშა ევროპელ ფეხბურთელს და უკარგეს პიროვნებას და მადლობა მას", - წერს ეკა ბესელია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×