რეზონანსი
03.04.2023

სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ახალგაზრდა კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა საცხოვრებელი არ აქვს.

„განათლება არაფერი... სტანდარტული, 12 კლასი დავამთავრე. თემქაზე ვცხოვრობდი. ახლა საცხოვრებელი არ მაქვს".

როგორც პროკურორმა ალინა კუკავამ განაცხადა, ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება. პროკურორის თქმითვე, თავად ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.

„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო", - თქვა ალინა კუკავამ.

ბრალდებულის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.

ცნობისთვის, ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში" 31 მარტს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საკუთარ ნომერში ახალგაზრდა კაცმა გააჩინა. დაკავებუი 1995 წელს დაბადებული ა.ლ.-ა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×