რეზონანსი
03.04.2023

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და შსს-ს მიმართავს:

"სალამი, მეგობრებო, უცნაური თემით გაწუხებთ. ჩემი მეგობრის, სანდრო დავითაშვილის კომენტარი ვნახე, მონიშნული ვიყავი. შევედი - მის ფოტოზე ვიღაც წერს, რომ ვა პედოფილი და ჩემს არასრულწლოვან მეგობარს წერს და სქრინებს უგდებსო, ჩემზეა საუბარი. და სანდრო გაგიჟებული წერდა ვინ ხარო. კომენტარის ავტორს მივწერე და გაირკვა, რომ ბავშვია. ვეუბნები, შვილო, მოდი მნახე. თუ ვიღაც ჩემს ფოტოს ბოროტად იყენებს ლაჯზე უნდა ავხიო, უნდა ვუჩივლო. ეს არის სერიოზული დანაშაული. ბოლოს მივხვდი, რომ ბავშვი მეღადავებოდა. შსს, თუ გინდათ ამ ბავშვს ყური აუწიეთ და დასაჯეთ. მე ამ ბავშვის მშობლების ნომერი მინდოდა, მაგრამ არ მომცა ცოცხალი თავით. შსს, როგორ უნდა მოვძებნო ეს ბავში და რა ჯანდაბა გავაკეთო?", - ამბობს ვარდოსანიძე ვიდეოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×