რეზონანსი
04.04.2023

ხათუნა ჟორდანიას შვილი ნინი ქარსელაძემ ტელეეთერში საზოგადოების მხრიდან მის მიმართ მიმართულ აგრესიაზე ისაუბრა.

„საქართველოში საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა. შესაძლოა ჩემი სფეროს ადამიანები არ უნდა ერეოდნენ იქ, სადაც მე ჩავერიე. მგონია, რომ როდესაც შენს აზრს აფიქსირებ, ადამიანებმა მიწასთან არ უნდა გაგასწორონ. შეიძლება შენი აზრი არ მოსწონდეთ, მეც ბევრის აზრი არ მომწონს მაგრამ ლანძღვას არ დავუწყებ. მახსოვს, ეს იყო ინგა გრიგოლიას გადაცემა. როდესაც გამოვედი ტელევიზიიდან „ფეისბუქი” გავაუქმე.

წარმოუდგენელია ადამიანს უსურვო ისეთი რამე, რასაც მე მიწერდნენ. ბოლო ზღვარი აღმოჩნდა, როდესაც არჩევნები დასრულდა და ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ისეთი სტატუსი დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირა საწოლად ჩავვარდი. სტატუსში ჩემი სახელი და გვარი ახსენა, ოჯახის წევრმა ფაქტობრივად მიწასთან გამასწორა. მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მგონია, რომ ჩემზე დიდი ასაკის გამო მეტი მოეთხოვებოდა”, – განაცხადა ნინი ქარსელაძემ გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×