რეზონანსი
04.04.2023

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე, ბათუმში ბატუტზე დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის, დანიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მას მხედველობისა და მეტყველების პრობლემებიც აქვს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ვწერ - დანიელი რეანიმაციაშია, შესვლა შეუძლებელია. ემიგრანტებო, ვესაუბრე მშობლებს. დანიელი ამოძრავებს ხელს, ფეხს, ფეხზე ვერ დგება და ვერ ჯდება. ვერ საუბრობს და ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ვერ ხედავს, მხედველობის პრობლემა აქვს... იმედს არ ვკარგავთ, რომ დანიელი გამოჯანმრთელდება და უფლის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება...

ამ ეტაპზე, მდგომარეობა ასეა, როგორ იქნება მომავალში, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას. ექიმები ვერაფერს გვეუბნებიან. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სიმართლე არის ეს! გთხოვთ, თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან! მხოლოდ და მხოლოდ ლოდინია საჭირო.. ვლოცულობთ, რომ დანი გამოჯამრთელდეს..", - შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×