რეზონანსი
07.04.2023

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" იმ სამ ნიშანს ასახელებს, რომლებითაც შესაძლოა, 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმი ამოვიცნოთ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება. 10 დაძახებიდან, მინიმუმ, 6-7-ჯერ უნდა გამოგვხედოს. მეორე ნიშანი არის ის, რომ საჩვენებელ თითს მისათითებლად არ იყენებს. მესამე ნიშანია ის, რომ ჩვენს მითითებულ თითზე თავს არ ატრიალებს და არ უყურებს. 14-16 ან 18 თვის ბავშვს თუ ეს 3 ნიშანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვაგვიანდეს“ - განაცხადა ნანა ტატიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×