რეზონანსი
07.04.2023

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება.

ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილებისუფლება ეძლევათ.

ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ბრძანებს: როგორც წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეული ხარ დედათა შორის.”

მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”.

მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?”

ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.”

მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×