რეზონანსი
09.04.2023

სულ რამდენიმე დღეში, "ნაპოლი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. "მილანთან" თამაშის შემდეგ გაირკვევა, დაწერს თუ არა ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს "ნაპოლი". ამ შეხვედრით გადაწყდება ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. თუმცა ამ მატჩამდეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი ისტორია უკვე დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ. ყველა პირდაპირ ამბობს, რომ დიდწილად მისი დამსახურებაა "ნაპოლის" ასეთი შედეგი მიმდინარე ჩემპიონატებზე. შესაბამისად დღეს, ხვიჩა იტალიელებისთვის ნამდვილი ვარსკვლავია.

მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ნეაპოლში წყვილმა ახლადშეძენილ ბავშვს ხვიჩა დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებისთვის სახელი ხვიჩა რთულად წარმოსათქმელია, ეს იტალიელი წყვილისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა.

ამ ოჯახისთვის წარმატებული სპორტსმენების სახელის შვილისთვის დარქმევა, ერთგვარი ტრადიციაა, ვინაიდან ბავშვის მამას დიეგო არმანდო მარადონას სახელი ჰქვია.

წყარო: "rustavi2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×