რეზონანსი
13.04.2023

20 აპრილს 2023 წლის მზის პირველი დაბნელებაა. ესაა ფენომენი, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორისაა და მზე სრულად ან ნაწილობრივ იფარება. მეცნიერების თქმით, ახლა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანები ამ მოვლენის დაფიქსირებას შეძლებენ. დაბნელება კი ვერძის ნიშანში მოხდება.

რას უნდა ველოდოთ მზის დაბნელებისაგან?

ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების ენერგია თითოეულ ადამიანზე იმოქმედებს და სხვადასხვა ტიპის გავლენას მოახდენს. არის გარკვეული სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეხვდეთ. კერძოდ:

მზის დაბნელება ადამიანებში გამძაფრებულ ემოციებს იწვევს. ამიტომაც, შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ. გაგიჭირდეთ ადამიანების გაგება და ამან კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.

ასევე, შეიძლება, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. ან კიდევ ისეთი რაღაცები იყიდოთ, რაც სრულიად არასაჭიროა. ამ დღეს ფინანსური რესურსის არაგონივრული ხარჯვაა მოსალოდნელი, ამიტომაც, ფრთხილად იყავით.

ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების პერიოდში ადამიანები უენერგიოდ და უმოტივაციოდ არიან. ამიტომაც, შესაძლოა, გაგიჭირდეთ ჩვეული რუტინის შესრულება, გარკვეული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე დადგეთ და თავი ცუდად იგრძნოთ.

ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ნურც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ემოციური ფონი მომატებულია და შესაძლოა, არასწორი გზა აირჩიოთ.

მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.

გარდა საფრთხეებისა, მზის დაბნელება ადამიანებს კარგ ცვლილებებსაც მოუტანს:

ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლება დაიწყოთ, ძველს დაემშვიდობოთ და თქვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია შემოუშვათ. ეს ეხება როგორც ნივთებს, ასევე ურთიერთობებს. დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც უკვე მოძველდა და ბედნიერება აღარ მოაქვს. ასტროლოგების თქმით, თუკი თქვენი მიზნის შესასრულებლად ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამთ, ის საქმე აუცილებლად წარმატებული და იღბლიანი იქნება.

მზის დაბნელების დღეს სიმამაცე, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გამოიჩინეთ. არ თქვათ უარი ახალ შეთავაზებაზე, შეეცადეთ, საკუთარი თავი სწორად წარმოაჩინოთ და პოტენციალს ხალი გაუსვათ. ასე პლუტონისა და მარსის მხარდაჭერას მიიღებთ და ისინი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×