რეზონანსი
14.04.2023

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ქალი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა.

65 წლის პაციენტს სხეულზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მძიმეა გარდაცვლილი ქალის შვილიშვილის, 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ამავე აფეთქების დროს დაშავდა. მას სხეულის 40% აქვს დამწვარი.

შეგახსენებთ, აფეთქება მე-6 მიკრორაიონში არსებულ კორპუსში 1 თვის წინ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

„ვატო იბრძვის გადარჩენისთვის, სამწუხაროდ, ოჯახს აღარ აქვს არანაირი საშუალება, რომ დაფაროს საავადმყოფოს ხარჯები.

ამჟამად ვატო წევს ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება, გთხოვთ დაეხმაროთ ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი ბანკი: GE69TB7182645064300047

საქართველოს ბანკი: GE37BG0000000526268406

მიმღები ორივე შემთხვევაში: ირინე თამაზოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×