რეზონანსი
17.04.2023

სააღდგომო წესჩვეულებები:

პასკა. არის იმ მთის სიმბოლო რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. იგი ასევე გახლავთ აღდგომის სიხარულის და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლო.

წითელი კვერცხი. უფალმა თავისი ხალხი სხვა და სხვა ადგილებში დაგზავნა მისი აღდგომის სახარებლად.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსთან შევიდა და უთხრა რომ ქრისტე აღდგა. იმერატორმა მკვდრის აღდგომა ისეთივე შეუძლებელია როგორც ეხლა აი ამ კვერცხების გაწითლებაო. დაამთავრა სიტყვები და კვერცხებიც გაწითლდა. მას შემდეგ ქრისტიანები წითელი კვერცხით ეგებებიან აღდგომას.

კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, ქრისტემ კი სულიერი სიცოცხლე მოგვანიჭა.

წითელ ფერში კი იესოს სისხლი მოიაზრება, რადგან მისით მოხდა ჩვენი სიცოცხლის განწმენდა და კურთხევა. იღებება წითელ პარასკევს.

ჯეჯილი. ბზობის კვირას ქრისტიანები ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას, მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ამოსული მწვანე ჯეჯილი არის სიმბოლო ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. ჩვენც დაგვდებენ მიწაში, გავიხრწნებით, და მეორედ მოსვლისას აღვდგებით ასეთი აღმატებული სხეულით. მიცვალებულის თავთანაც ამიტომ დევს ხორბალი.

ტაძრებში ღია აღსავლის კარები. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მოქმედ ტაძარში ღიაა საკურთხევლის კარებები, რაც გვაუწყებს რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში. ამ დროს ჭეშმარიტი მორწმუნეებისთვის ჯოჯოხეთის კარი დახშულია.

არტოსი. ქრისტემ დაგვიბარა ტკბილი სიტყვები “აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა”.

ამაღლების შემდეგ, მოციქულები შეკრებებზე, ცოცხალი რწმენით ყოველთვის შეიგრძნობდნენ ქრისტეს სიახლოვეს. მაგრამ რადგან ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, მაგიდასთან იქ სადაც მაცხოვარი იჯდახოლმე, ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იესოსთვის განკუთვნილ პურს დებდნენ. ტრაპეზის ბოლოს ამ პურს აამაღლებდნენ და ამბობდნენ ქრისტე აღსდგაა.

მას შემდეგ, ეკლესიებში აღდგომას ტრაპეზის წინ შუაგულში იდება და იკურთხება პური. რომელიც იმ პურს განასახიერებს. ერთი კვირის შემდეგ უნაწილდებათ მორწმუნეებს. ფიზიკური და სულიერი უძლურების დროს, ამბობენ ქრისტე აღდგა მკვდრეთით … და მიიღებენ უზმოზზე.

სუფრა. სააღდგომოდ მნიშვნელობა არ აქვს სახლში ახალი მიცვალებული გვყავს თუ ძველი, ღმერთთან დრო არ არსებობს. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო სუფრა კვირისთვის, ანუ აღდგომისთვის უნდა მომზადდეს, და არა მიცვალებულებისთვის. ცხვარი თუ ხბო, მამალი, მრავალშვილიანი, ამეებს არ აქვს მნიშვნელობა, რაც შენ შეგიძლია იმას ამზადებ.

აღდგომის მეორე დღეს, მოძღვარს ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა გადავახდევინოთ პანაშვიდი და ვაკურთხებინოთ საფლავები.

სასაფლაოზე შეგვიძლია ავიტანოთ სანთელი, წითელი კვერცხი, პასკა და ღვინო. უნდა ვახაროთ რომ ქრისტე აღდგა და ერთი ჭიქით შენდობა ვუთხრათ.

ქრისტე როცა ჯვარზე იყო გაკრული, სისხლმა ჩაჟონა მიწაში და შეეხო ადამის თავის ქალას, ცოდვებისგან ფიზიკურადაც განწმინდა. აქედან მოდის საფლავზე ღვინის დასხმა.

რომ შეიძლებოდეს დიდი ასოებით დავწერდი, რომ სასაფლაოზე ჭამა ამ დღესაც და ყოველთვის დანაშაულია, ხალხი იხრწნება და შენ იქ სუფრას შლი? სახლში უნდა მოეწყოს სუფრა. გაიცეს მოწყალება.” - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ლევან ჯიქური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×