რეზონანსი
18.04.2023

"21აპრილიდან 15 მაისამდე მერკური რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას კუროს ნიშნის მე 16 გრადუსიდან. კომუნიკაციისა და გონების მმართველი მერკური დროის მანქანით მოგზაურობისთვის ემზადება. ეს დრო შესაძლოა, ჭკვიანურად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ, - წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.

მისივე თქმით, ეს პერიოდი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გავიაროთ.

"მაცნე, შუამავალი, მომრიგებელი, მოხერხებული, მატყუარა, ეშმაკი, მოქნილი, სწრაფი... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიტყვებისა, რომელსაც შეხვდებით რომაულ თუ ბერძნულ პანთეონში (იგივე ჰერმესი) მერკურის უნიკალური პერსონაჟის აღწერისას.

თავის ბუნებით, ის ყველაზე ახლოს არის ადამიანთან, მას შეუძლია მოარიგოს ერთმანეთთან მოსისხლე მტრები და პირიქით, შუღლი და მტრობა დათესოს მეგობრებში.

არიან ღმერთები და არის მერკური, მისი ზრახვები ყოველთვის უცნობია...

მერკური, ეს ჩვენი გონებაა... ის თითქოსდა ჩვენი მთლიანობის დამოუკიდებელი პერსონაჟია, დაუმეგობრდი მას და შეცვალე შენი ცხოვრება...

2023 წლის განმავლობაში, ეს არის პლანეტა მერკურის მეორე დროში მოგზაურობა.

21აპრილიდან 15 მაისამდე მერკური რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას კუროს ნიშნის მე 16 გრადუსიდან. მოიცავს დაბნელებებს შორის პერიოდს (დაბნელებების დერეფანს), ამიტომ, ცოტა განსხვავებული მესიჯი მოაქვს.

საბოლოოდ, მისი ეფექტების გავლენა დაახლოებით 1 ივნისამდე იქნება საგრძნობი, სწორედ ამ დროს დალაგდება ის საკითხები, რომელიც მიუხედავად კუროს ნიშნის სიმბოლური გაგებისა (სტაბილური, ფუნდამენტური), ქაოსისა და მოულოდნელობების, იმპროვიზაციებისა და სიუპრიზების ელფერით იქნება გაჯერებული.

ყველაზე დიდი გავლენა მერკურიანელებსა და მერკურის მართვის თემებს შეეხება, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ კუროს პლანეტა ვენერა მართავს, შესაბამისად, სასიყვარულო სფეროსაც მოიცავს და როგორც ფინანსების სახლის სიმბოლური მმართველი, ფინანსებსაც შეეხება.

მაშ ასე, კომუნიკაციისა და გონების მმართველი მერკური დროის მანქანით მოგზაურობისთვის ემზადება. ეს დრო შესაძლოა, ჭკვიანურად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ.

მერკურის რეტროგრადულობა შესაძლოა, აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ:

მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!

მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.

გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ, არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.

გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.

განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.

არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.

აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ, რომ ღირებულია! მაგრამ ალკოჰოლის მიღებამდე, გირჩევთ „ყოფილის“ ნომრის წაშლას.

მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.

სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.

გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.

არომათერაპიიდან გამოიყენეთ: საკმეველი (ლადანონი), ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.

სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.

ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელსაყრელია ეს პერიოდი იმ პროდუქციის ამოსაყიდად, რომელიც არ იყიდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×