რეზონანსი
23.04.2023

20 აპ­რილს მზის დაბ­ნე­ლე­ბა და ახალმთვა­რე­ო­ბა იყო. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა, შესაბამისად, წარმოდგენილ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მომ­დევ­ნო 6 თვე­ზე. ზო­გის შემ­თხვე­ვა­ში კი - ერთ წელ­ზე.

ვერ­ძი

გი­ლო­ცავთ, ახლა თქვე­ნი დროა, ტრანსფორ­მა­ცია 6 თვეს ან ერთ წე­ლი­წადს გას­ტანს და მო­გი­ტანს სი­ახ­ლე­ებს ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებ­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლა­ზე. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის - პარტნი­ო­რულ, სა­სიყ­ვა­რუ­ლო, მე­გობ­რულ - გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მიხ­ვდე­ბით, რომ მეტი შე­გიძ­ლი­ათ, მეტი ღირ­ხართ. უნდა და­წი­ნა­ურ­დეთ, და­ი­წყოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი, შექ­მნათ რამე ღი­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ და­ქორ­წი­ნე­ბას და ზო­გიც გა­ა­ნა­ლი­ზებს იმ შეც­დო­მებს, რა­საც უშ­ვებ­და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და შე­ეც­დე­ბა მათ გა­მოს­წო­რე­ბას.

კურო

უნდა გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში, ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში. ახლა მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბას. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და ემიგ­რა­ცი­ის­თვი­საც, თუ და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ გან­მარ­ტო­ე­ბით, იზო­ლა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას, ან შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი შე­ეც­ვა­ლოს თქვენს მე­უღ­ლეს. უმე­ტე­სო­ბა მიხ­ვდე­ბით, რომ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. თუ ფა­რუ­ლი რო­მა­ნი გაქვთ, და­ფიქ­რდე­ბით, რო­გორ გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა. ამას­თან არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, თავი შე­გახ­სე­ნონ დიდი ხნის უნა­ხავ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, სი­ტუ­ა­ცი­ებ­მა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­წყებთ რე­გუ­ლა­რულ ვარ­ჯიშს, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.

ტყუ­პი

გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, მო­კავ­ში­რე­ებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც შეძ­ლებთ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ზო­გი­ერ­თი მიხ­ვდე­ბით, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა არ გაქვთ და მო­გინ­დე­ბათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და პროგ­რე­სუ­ლად მი­უდ­გე­ბით არ­სე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­გინ­დე­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძე­ნა სამ­სა­ხურ­ში, ქორ­წი­ნე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. კარ­გი დროა ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. გა­აქ­ტი­ურ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ. გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­მან­ტი­კულ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ თქვენს მოზ­რდილ შვი­ლებ­საც.

კირჩხი­ბი

მო­ი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, მო­გინ­დე­ბათ სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, პრეს­ტი­ჟულ უბან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ. სტა­ტუ­სი შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ და­ქორ­წი­ნე­ბით ან გან­ქორ­წი­ნე­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­ა­ნე­ბოთ მუ­შა­ობს თავი პენ­სი­ა­ზე გას­ვლის მი­ზე­ზით ან პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ მშობ­ლე­ბის, ასა­კით უფ­რო­სი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ.

ლომი

მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დეთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ეთ­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბამ ემიგ­რა­ცი­ის, სამ­სა­ხუ­რის, სწავ­ლის ან სიყ­ვა­რუ­ლის გამო. სა­უ­კე­თე­სო დროა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სა­სი­ჯად ლი­ტე­რა­ტუ­რულ სფე­რო­ში ან თუ უკვე გაქვთ ნაშ­რო­მე­ბი, მათ გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად. თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­გეც­ვლე­ბათ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, შე­ხე­დუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნის, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. კარ­გი იქ­ნე­ბა უცხო ენის შეს­წაც­ლა ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა. ან შე­იძ­ლე­ბა თა­ვად და­ი­წყოთ ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლოთ.

ქალ­წუ­ლი

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ არა თქვე­ნი შრო­მით არა­მედ პარტნი­ო­რის ან მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით. სა­უ­კე­თე­სო დროა ფუ­ლის მი­სა­ღე­ბად სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო სტრუქ­ტუ­რე­ბის­გან, თუ გსურ­დათ კრე­დი­ტის აღე­ბა, ახლა უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სან­დო პარტნი­ორ­თან ერ­თად სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. გა­აქ­ტი­უ­რე­ბით, მო­გინ­დე­ბათ რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლის შექ­მნა. ზო­გი­ერ­თი კი გა­და­წყვეტს, გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა.

სას­წო­რი

პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი. თუნ­დაც შე­გეც­ვა­ლოთ კო­ლე­გე­ბი. მო­გე­ცე­მათ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პარტნი­ო­რებ­თან; გა­ა­ფორ­მებთ ახალ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ი­წყოთ ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი. არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ან გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

მო­რი­ე­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ სამ­სა­ხურ­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მო­გიჩ­ნდეთ ახა­ლი კო­ლე­გე­ბი. შე­გეც­ვლე­ბათ გრა­ფი­კი, წე­სე­ბი სამ­სა­ხურ­ში. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­ცავთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­ი­ტა­რებთ სამ­კურ­ნა­ლო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს. და­ი­ცა­ვით დი­ე­ტა, და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რუ­ტი­ნა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც.

მშვილ­დო­სა­ნი

მზის დაბ­ნე­ლე­ბა მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას და სი­ხა­რულს. მეტი დრო და­უთ­მეთ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი ჰობი და შე­იძ­ლე­ბა იგი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ იქ­ცეს. სა­უ­კე­თე­სო დროა კონ­კურ­სებ­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის; ბავ­შვის ჩა­სახ­ვის ან და­ბა­დე­ბის­თვის. ან გა­ი­გებთ, რომ თქვენს ოჯახ­ში პა­ტა­რა გაჩ­ნდე­ბა. თუ გყავთ შვი­ლე­ბი, მეტი დრო და­უთ­მეთ მათ, და­ეხ­მა­რეთ სწავ­ლა­ში, და­უ­მე­გობ­რდით. სა­უ­კე­თე­სო დროა მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის, ვი­საც სურს და­წყვი­ლე­ბა. მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტი­სა და რო­მან­ტი­კის სურ­ვი­ლი.

თხის რქა

ცვლი­ლე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოჯახ­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, და­ი­წყოთ ბი­ნის რე­მონ­ტი ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს და­ქორ­წი­ნე­ბას, ან თუ მოზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი გყავთ, შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ზო­გი­ერ­თის სახ­ლი­დან გა­და­წყვეტთ მუ­შა­ო­ბას ან შე­იძ­ლე­ბა ბი­ნა­ში მო­ი­წყოთ სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი.

მერ­წყუ­ლი

გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა, საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, მო­კავ­ში­რე­ებს. მო­გე­ცე­მათ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ შუ­ა­მა­ვა­ლის, მე­დი­ა­ტო­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, პი­რა­დო­ბის, პას­პორ­ტის ასა­ღე­ბად; სწავ­ლის­თვის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, კურ­სებ­ზე და­სას­წრე­ბად (უცხო ენე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის, ხელ­საქ­მე), რაც ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დე­ბა თქვე­ნი და-ძმე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მე­ზო­ბე­ლი გა­იც­ნოთ, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ როლს ითა­მა­შებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ გა­და­წყვეტთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ან გა­ჯე­ტე­ბის შე­ძე­ნას, და­აკ­ვირ­დით, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის ან უკურ­სო მთვა­რის მსვლე­ლო­ბას.

თევ­ზე­ბი

მო­გე­ცე­მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შეძ­ლებთ ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო ან რამ­დე­ნი­მე. ან თუ აქამ­დე უმუ­შე­ვა­რი იყა­ვით, ახალ და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. მო­გინ­დე­ბათ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი გახ­დეთ. სა­კუ­თარ თავს მე­ტად და­ა­ფა­სებთ, თუ ადრე სხვე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ახლა სა­კუ­თარ თავს სხვებ­ზე წინ და­ა­ყე­ნებთ. სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც მე­ტად და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×