რეზონანსი
26.04.2023

ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

“გაოცებით დიდი ხანია არაფერი მაოცებს, მაგრამ მაინც თვალში მოსახვედრია, როცა ამერიკაში მცხოვრები ნუცას კოლეგები (ბევრი ჩემს „ფეისბუქის“ მეგობრებშია), მუსიკოსები და მომღერლები ხმას არ იღებენ, ერთ წინადადებას არ დაწერენ ნუცას მხარდასაჭერად თავიანთ სოცქსელში. არც აქაური „ტვ იმედის” წარმომადგენლობა აქტიურობს ნუცას შესახებ საინტერესო რეპორტაჟების მომზადებით, რომ არაფერი ვთქვა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციაზე, რომელიც უკვე წლებია მიშასა და მიშისტების კანტორას წარმოადგენს და მოვლენებსაც მხოლოდ ამ ჭრილში აშუქებს! 

სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოს საკუნსულო განყოფილება, რომელიც სანფრანცისკოშიც არის, ნუცას გამოსვლებს არ ესწრება ჰოლივუდში და არც გარკვეულ კულტურულ ღონისძიებებს აწყობს საელჩოსთან ერთად, რომ ნუცა ამერიკელების უფრო დიდ აუდიტორიას გააცნოს მეტი ხმების მისაღებად! ერთადრთი, ვინც ნუცას უანგაროდ გვერდში უდგას აქ, ეს უბრალო ქართული ემიგრაციაა, რომელიც მართლა კარდაკარ დადის და ნუცას აცნობს ყველას და ხმის მიცემას სთხოვს!!!” - დაწერა რუსუდან წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×