რეზონანსი
27.04.2023

მუსიკოსი ტარიელ სუარი ბოლო დღეებში ცხოველთა მოყვარულების კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ ხვდება, რაც თავისი ფობიის შესახებ გულახდილად დაწერა - მას ძაღლების შიში აქვს. ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს იმავე თემაზე, მაგრამ უფრო მწვავეს და ცხოველთა მოყვარულების ნაწილს სექტანტებსა და ადამიანთა მოძულეებს უწოდებს.

,,ქრისტე მოვიდა ადამიანებისთვის და არა ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელთაც მხოლოდ პატივი უნდა ვცეთ, როგორც მეგობრებს და ამით შემოვიფარგლოთ. სიყვარულით კი მხოლოდ ადამიანი უნდა გვიყვარდეს, რადგანაც უფლის თქმით, არ არის კარგი, რომ ეს ძვირფასი გრძნობა წავართვათ ადამიანს და მივცეთ ცხოველს.

ყველა ვინც ოთხფეხა მეგობარს ადამიანზე წინ დააყენებს, არის ადამიანთმოძულე, ხოლო თუ ასეთი მიდგომის ადამიანების დაჯგუფება არსებობს, ეს უკვე სექტაა და ეს სექტა ადამიანთმოძულეობას ემსახურება.

ქრისტეს, ჯვრის ტარების დროს, შემთხვევით რაიმე სულიერი არსებისთვის ფეხი რომ დაებიჯებინა, წარმომიდგენია, ეს სექტანტები რა დიდი სიამოვნებით ჩაურჭობდნენ კიდევ ერთ ლურსმანს.

აღნიშნულ სტატუსს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით დავასრულებ;

,,კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ". სექტანტებო! ღმერთმა შეგინდოთ ადამიანთმოძულეობა", - წერს ტარიელ სუარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×