რეზონანსი
28.04.2023

მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 55 წლის გახდებოდა. გარდაცვლილს დაბადების დღე ცოლმა სოციალურ ქსელში მიულოცა და ემოციური პოსტი მიუძღვნა.

ნათია ბანძელაძე წერს, რომ გოგიჩამ ყველა ადამიანში თავის სხივი დატოვა.

„ჩემი, ჩვენი დიდი ბავშვი 55!!! გოგიჩას დაბადებას გაუმარჯოს იმიტომ, რომ ეს მზე ყველას მოგვწვდა და თავის სხივი ყველას დაგვიტოვა! უფრო მიყვარხარ, უფრო მიყვარხარ!!!

როგორ ახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ხარ როცა ძალიან უშენოდ ვარ! არ გისაყვედურებ ჩემო დიდო ბავშვო, მადლობა ამ ზღაპრისთვის, ცხოვრების ამ ზღაპარივით ურთიერთობისთვის, დიდი სიყვარულისთვის, ჩვენი თამაშისთვის და რაც მთავარია, ამდენი გოგიჩა რომ მყავს გარშემო!!!

მიყვარხარ ჩემო ბიჭო, გონებაში, გულში, სხეულში, ჰაერში სულ ხარ და სულ მყავხარ! აბა თქვენ იცით, მანდ ბევრი კარგი ხართ!!!! გილოცავ, ჩემო სიკეთის ბიჭო! როგორც შენი სიყვარულის ნაყოფი და გენი ამბობს „ბუ მიკაკააა", - წერს ნათია ბანძელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×