რეზონანსი
28.04.2023

მოდელი რენატა ბეგიაშვილი, რომელთან დაკავშირეთაც დიდი სკანდალი აგორდა, პირველ განცხადებას ავრცელებს:

"ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე მაგიდა ვირტყი და თავს კედელი ვურტყი... არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო. მე პირადად მინდა ახალი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობები ჩემი შვილისთვის. მე ვცადე შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ! ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა. მე მიზნად არავის ცხოვრების დანგრევა არ მქონია. დახმარების სურვილი აქვს ბევრს, ამ ეტაპზე მინდა წავიდე შორს, განვიცდი დიდ ზეწოლას... ამისთვის და მე დმჭირდება ცოტაოდენი ფინანსური დახმარება, რომ შევიძინო საკვები ა ჩემი შვილი ვიყოთ სიმშვიდეში. ისიც ითქვა, რომ მე მასთან ფულის გამო ვიყავი. 5 კვადრატული ოთახი მაქვს და მე მადლიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია! მიყვარხართ! სიკეთის და სიყვარულის მწამს" - წერს რენატა ბეგიაშვილი

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე  შალვა იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა. სასამართლომ იაშვილს წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. პროცესზე იაშვილმა განაცხადა, რომ "მსხვერპლი თავადაა", ხოლო მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს, ბეგიაშვილი ძლიერი ალკოთრობის ქვეშ იმყოფებოდა და დანით, თავადვე  ცდილობდა დაზიანებების მიყენებას შალვა იაშვილისათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×