რეზონანსი
29.04.2023

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი კონ­კურ­სის, American Idol-ის 12 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რი­საა. წინა ტურ­ში ნუ­ცას ხმე­ბი არ ეყო და ჟი­უ­რიმ გა­და­არ­ჩი­ნა, რის შე­დე­გა­დაც 24 კონ­კურ­სან­ტი­დან ის 12 სა­უ­კე­თე­სო­ში მოხ­ვდა. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა შენ­გე­ლია ნუ­ცას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს. მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ვრცელ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. (წა­ი­კი­თხეთ: "და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა... ნუცა, გგულ­შე­მატ­კივ­რობთ მთე­ლი ოჯა­ხით" - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად)

ხმის მი­ცე­მის ისნტრუქ­ცია - მაქ­სი­მუმ 10 ხმა - ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე AmericanIdol.com/vote

მაქ­სი­მუმ 10 ხმა - სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით: American Idol app

მაქ­სი­მუმ 10 ხმა ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ნო­მერ­ზე 21523 (ერ­თმა ადა­მი­ან­მა ჯამ­ში 30 ხმა შე­იძ­ლე­ბა რომ გა­მო­აგ­ზავ­ნოს

ცოტა ხნის წინ ზაზა შენ­გე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ჯე­რად "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას მი­მარ­თა. "ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მათ იმის გამო საყ­ვე­დუ­რობს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ მათ სა­იტ­ზე ერთი ნი­უ­სიც კი არ იძებ­ნე­ბა:

"ისე, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემო ყო­ფი­ლო კო­ლე­გე­ბო "ამე­რი­კის ხმი­დან"(ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია), ერთ წე­რილს, ან მი­ნი­მუმ ერთ ნი­უსს რომ არ და­დებთ ნუ­ცას American Idol-ში გა­მოს­ვლა­ზე, ყვე­ლა­ზე მი­ნი­მუმ მაგ­რად "ტე­ხავს" ამე­რი­კის ხმა" - წერს შენ­გე­ლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×