რეზონანსი
30.04.2023

2025 წელს მზის მომდევნო მაქსიმუმი დაიწყება. მზის მაქსიმუმი წარმოადგენს მზის აქტივობის პიკს, როდესაც ჩვენი მზის მაგნიტური ველი თავის უძლიერეს, ყველაზე მოუწესრიგებელ და დინამიკურ წერტილს აღწევს.

მზის ასეთმა გაზრდილმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალური კოსმოსური ამინდი, მათ შორის, მზის ანთებები და ამოფრქვევები. ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოკომუნიკაციებს და ელექტროსისტემებს, სერიოზული ზიანი მიაყენოს ასტრონავტთა ჯანმრთელობას.

საფრთხეს უპირველესად წარმოადგენს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურისთვის. ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანები მზის მაქსიმუმის ეფექტებს პირდაპირ თითქმის ვერ ხედავენ.

მზის შემდეგი მაქსიმუმი, სავარაუდოდ, წინაზე ძლიერი იქნება. როგორც წესი, მზის ციკლი 11 წელიწადს გრძელდება და მზის მაქსიმუმი ყოველი ციკლის სადღაც შუაში დგება.

მზის ბოლო მაქსიმუმი 2012-2014 წლებში იდგა და განსაკუთრებით სუსტი იყო, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. შედეგად, კოსმოსური ამინდიც საკმაოდ მშვიდი იყო.

თუმცა, მზის მომავალი მაქსიმუმი, სავარაუდოდ, საშუალო სიმძლავრის იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავლენა ექნება კოსმოსურ ამინდზე და ექნება გარკვეული შედეგებიც.

რას ნიშნავს მზის მაქსიმუმი დედამიწისთვის?

მზის აქტივობას განაპირობებს მასში პლაზმის მკვეთრი მოძრაობები, რაც წარმოქმნის და ცვლის მზის მაგნიტურ ველს.

მზის მაგნიტური ველი სიძლიერის პიკს მზის მაქსიმუმისას აღწევს და წარმოქმნის საკმაოდ ბევრ მზის ანთებას და კორონული მასის ამოფრქვევას.

მზის ანთებები შედგება მაღალენერგიული ფოტონების, მაგალითად, რენტგენული სხივებისგან, რაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში იონიზაციას ზრდის და ხელს უშლის რადიოკომუნიკაციებს.

წყარო: 1tv.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×