სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაია აბაიაძე
    16.12.2013

    პარლამენტის შენობასთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს როგორც თავად აქციის ორგანიზატორებმა, ასევე სხვადასხვა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელისუფლებას დაპირებები შეახსენეს და სამართლიანობის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

    აქციის მონაწილეებს ნანა კაკაბაძემ მიმართა და განაცხადა, რომ ბრძოლა სწორედ დღეიდან იწყება და ისინი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, რათა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს.

    აქციაზე ასევე გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნულია მათი მოთხოვნები - უპირველესად სამართლიანობის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

    უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს დაუსვა.

     დოდო ხურცილავა  (თეატრთმცოდნე):"ვადამდელი საპრალამენტო არჩევნები არა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს რეაბილიტაცია იმ ადამიანების, ვინც ციხეში უსამართლოდ იჯდა და პასუხი მოეთხოვოს ყველას. უნდა აუხსნა იმ ადამიანებს, რომ შენ უკმაყოფილო ხარ - მოგიყვანე ხელისუფლებაში, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ იმავე წელს შვეიცარიაში ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა უნდა მომხდარიყო, მითუმეტეს, რომ ამას გვპირდებოდნენ და როცა რამეს მპირდები, უნდა შემისრულო. გადადგომა არა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად უნდა მოხდეს".

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):"ვერ გეტყვით. ისე, ერთი რაღაც მაინც არის, რომ პარლამენტში ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ჩემზე ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. არ ვიცი, საპარლამენტო არჩევნები უშველის თუ არა ამას, მაგრამ ბევრია ისეთი პარლამენტარი, ვინც ბევრს ცრუობს და ბევრი ფიქრობს ასე, მარტო მე არ ვთვლი ამას. ეს ხალხი რომ არ უნდა იყოს იქ, ფაქტია, მარამ ეს ჩემი მოსაზრებაა და სინამდვილე როგორია, ნამდვილად შეიცვლება თუ არა პარლამენტი უკეთესობისკენ, არ ვიცი."

     ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი):"არა, არ უნდა ჩატარდეს ამ შემთხვევაში, ვინაიდან პარლამენტი ირჩევა 4 წელიწადში ერთხელ და ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს საკუთარი ნება გამოხატა. გამომდინარე აქედან, საქართველოს ჰყავს არჩეული პარლამენტი და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, უნდა დაისვას საკითხი, თუ რას ნიშნავს მათთვის სამართლიანობის აღდგენა, ვინ როგორ აღიქვამს მას."

     დიმა ჯაიანი (მსახიობი);"სანამ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებდეთ ვადაზე ადრე, მანამ აუცილებლად უნდა აღდგეს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს ვიღაცის დაჩაგვრას, ღმერთმა დაგვიფაროს. თქვენ იცით, მე ისეთ სამსახურში მოვხვდი, რომ 80% "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიღაცას, ბოდიში და, "გადავუარო".

    "პროკურატურამ და მოსამართლეებმა უნდა შეიგნონ, რომ სამართლიანობა იყო დარღვეული, საშინელებები ხდებოდა. ამიტომ მაგალითი უნდა მივცეთ ხალხს, რომ გული არ გაუტყდეთ, რადგან უამრავი გაჭირვებული ადამიანი დადის და შეიძლება სხვა რაღაც მოიფიქრონ, ვიღაცას სადარბაზოში დახვდნენ ან რაღაც მსგავსი.

    "დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ბატონი ირაკლი ამას აუცილებლად იზამენ და ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ვადამდელ არჩევნებზე კი მერე ვიფიქროთ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved