რეზონანსი
28.02.2024

თბილისის ერთ-ერთ ამორტიზებულ ლიფტში, რომლის შეკეთებასაც ხალხი უშედეგოდ თვეებია ითხოვს, მიცვალებული გაიჭედა, რომელსაც მიასვენებდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანიკო ხაზარაძე წერს. მისი თქმით, ვაკის რაიონში მდებარე ლიფტიდან ცხედარი ერთი საათი ვერ გამოჰქონდათ:

„მიცვალებული გაიჭედა ლიფტში!!!

ლიფტში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეაკეთეს! პრობლემა იყო მისი კარი, რომელიც არ იკეტებოდა. მოკლედ, კარი არ გამოცვალეს, მხოლოდ კედლები და სარკე შეცვალეს, ასე გამოდის.

რამდენიმე დღის წინ დეიდაშვილი გაიჭედა, საათ-ნახევარი იჯდა, მერე დამხმარე ქალი და ახლა მიცვალებული!!! ასე ველოდებით ვინმე ბადრის, რომელიც არ ჩანს ჯერ...

უკვე ერთი საათია მიცვალებული ლიფტშია!

ვაკის რაიონის გამგეობა SOS!!! ვერ ვკრძალავთ ადამიანს", - წერს ნანიკო ხაზარაძე.

მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, რომ ლიფტი საკუთარი ძალებით გააღეს:

"კუსტარულად გავაღეთ ლიფტი... მე-11 სართულზე და ჩვენით გამოვიყვანეთ!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×