რეზონანსი
10.03.2024

ბათუმში სკოლის მოსწავლე გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმის -22 სკოლა ავრცელებს: როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგონას მოულოდნელად თირკმელი გაუჩერდა.

„უჩვეულოდ სევდიანი გაზაფხული დაგვიდგა სკოლაში. ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა. დავმუნჯდით,ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით. გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო. ენით აუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა.სიცოცხლით სავსე,კისკისა და სხარტულა გოგო,შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს🥹სიფრიფანა,ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო", - წერია სკოლის ფეისბქპოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×