რეზონანსი
14.03.2024

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც "ტი­კტო­კერს", სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს ეს­ტუმ­რა და მისი ვი­ზი­ტი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ის, და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს, რომ ის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­შინ გად­მო­ვარ­და, როცა ვი­დე­ოს იღებ­და. მას ფეხი და­უც­და.

"21 წლის ასაკ­ში იც­ნობ­და მთე­ლი სა­ბერ­ძნე­თი, უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია არ ყო­ფი­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში იღებ­და მუდ­მივ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით ჭი­და­ობ­და კი­დეც. კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და. თურ­ქეთ­შიც ყო­ფი­ლან დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. ახლა იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ", - ამ­ბობს მისი ახ­ლო­ბე­ლი.

Reggio di Calabria - ასე ჰქვია იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელს, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სო­ფე­ლი ხალ­ხის­გან 1971 წელს სრუ­ლად და­ი­ცა­ლა, რად­გან აქ ხში­რად ხდე­ბო­და მი­წისძვრე­ბი და წყალ­დი­დო­ე­ბე­ბი. ამი­ტო­მაც ხალ­ხმა "უვარ­გის" ად­გი­ლად მი­იჩ­ნია.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×