რეზონანსი
01.04.2024

პლასტიკური ქირურგიის შედეგად დაზარალებულ პაციენტებზე ,,კურიერი p.s-მა” სიუჟეტი მოამზადა. გადაცემის ეთერში მანანა გრატიაშვილმა თავისი უარყოფითი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ექიმ ციცინო შურღაია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.

,,ვიცოდი, რომ მარტივი ოპერაცია იყო. კვირა დღეს რომ მივედი უკვე შეშუპებული იყო. გაიხსნა კანი და სითხე თავისით ჩამოდიოდა. მითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ შემშინებოდა. შემდეგ ჩაჭრის გამო დაზიანდა ქსოვილები და ეს შედეგი გამოიწვია”, – განაცხადა მანანამ.

მისივე თქმით, შესაძლოა ექიმს უნებლიე შეცდომა მოუვიდა, თუმცა აუცილებელია ეს აღიაროს და შესაბამისი ყურადღებაც გამოიჩინოს.

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია კი თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა.

,,შეხორცების პროცესი წავიდა, რადგან იყო მწეველობა და დაშლილი ფილერი. იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს, რომ კუნთი შეუძლებელია დავაზიანო, გამორიცხულია. როგორც არ უნდა შეხორცდეს და რა საშინელიც არ უნდა იყოს, გავასწორებ-მეთქი. მადლობაო, მომწერა. ჩემთვის გამოუსწორებელი მდგომარეობა არ არსებობს. როდესაც ადამიანს არ ესმის, საერთოდ ვერ იგებს ვერაფერს, ვეუბნები, წადი სასამართლოში. ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს”, – თქვა ციცინო შურღაია.

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უკვე ოფიციალური დავის ფორმატში გადავიდა. ახალა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს წარუმატებელი ოპერაციის მიზეზი იყო თუ არა ექიმის შეცდომა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×